ერთმოქმედებიანი თეატრალური დადგმა ნაირა გელაშვილის საბავშვო მოთხრობა "ტროლეიბუსი ასტარიონი და მისი მგზავრების" მიხედვით.
მონაწილეობენ სოფელ ზემო მაღაროს სოლომონ დოდაშვილის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა ჰარმონიული განვითარების ცენტრის - „კერა“ ბავშვები.
მესამე ნაკადის დამამთავრებელი ღონისძიება.
ინფორმაცია "კერას" შესახებ:
„კავკასიურმა სახლმა“ 2020 წელს სოფელ სიღნაღის რაიონში, ზემო მაღაროში, დააარსა სოლომონ დოდაშვილის სახელობის ჰარმონიული განვითარების ცენტრი „კერა“, რომელიც არის ბავშვებისა და მოზარდების სულიერ-ფიზიკური აღზრდისა და დასვენების ცენტრი.
„კერა“ მიზნად ისახავს, შეუქმნას მოზარდებსა და ახალგაზრდებს კეთილისმყოფელი პირობები სულიერ-ინტელექტუალური განვითარებისა და ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის, ხელი შეუწყოს შემოქმედებითად მოაზროვნე, რაიმე ხელობისა თუ დარგის კარგი ცოდნით აღჭურვილ, მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე, სპორტული და შრომისმოყვარე მოქალაქის ჩამოყალიბებას, რომელიც იზრუნებს ადამიანებსა და ბუნებაზე.
„კერის“ ამოცანაა დააახლოვოს ერთმანეთთან ქალაქელი და სოფლელი, ქართველი და არაქართველი ბავშვები და ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
ზემო მაღაროს ჰარმონიული განვითარების ცენტრი ხელს უწყობს სოფლის ცხოვრების გამოცოცხლებას ადგილობრივების დასაქმებით, პროდუქტის სოფლელებისგან შეძენით, სოფლის მაცხოვრებლების სხვადასხვა კულტურულ-სამოქალაქო წამოწყებაში ჩართვით…
„კერა“ მუშაობს „კავკასიური სახლის“ კონცეპტუალური, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამით, რომელიც ჩამოყალობდა ორგანიზაციის მიერ განხორციელებული მრავალწლიანი აღმზრდელობით-საგანმანათლებლო პროექტების საფუძველზე.
ჰარმონიული განვითარების ცენტრი დასახულ მიზნებს აღწევს კულტურულ-საგანმანათლებლო წრეებში მუშაობით:
ქართული ლიტერატურა;
ეკოლოგია;
მუსიკა (სიმღერა, გიტარასა და ხალხურ საკრავებზე დაკვრა);
ხატვა და ხელგარჯილობა;
დრამწრე.
ჰარმონიული განვითარების ცენტრში ეწყობა ფილმების ჩვენებები და განხილვები, ექსკურსიები და ლაშქრობები, სპორტული თამაშობები; „კერის“ ეზოში დარგულ ბაღჩასა და ბოსტანში ბავშვები და მოზარდები სწავლობენ მცენარეების მოვლა-გახარებას. ჰარმონიული განვითარების ცენტრის ცხოვრებაში ჩართული ბავშვები აწყობენ სამოქალაქო აქციებს, კონცერტებს, დგამენ სპექტაკლებს.
Watch video საბავშვო სპექტაკლი "აივნებიანი ქალაქი" online, duration hours minute second in high quality that is uploaded to the channel Caucasian House 01 May 2023. Share the link to the video on social media so that your subscribers and friends will also watch this video. This video clip has been viewed 2,195 times and liked it 19 visitors.