ლექცია ჩატარდა კავკასიური სახლისა და International Alert-ის პროექტის "ახალგაზრდული დიალოგი სამოქალაქო აქტივიზმისთვის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია USAID-ის მიერ.
მესამე შეხვედრის თემა გახლდათ - "იდენტობა და იდენტიფიკაცია - კრიზისის ფსიქოანალიტიკური ანთროპოლოგია საქართველოში დღეს."
მომხსენებელი: გიგა მამინაშვილი - ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის დოქტორი (Université Paris Diderot).
საბჭოთა კავშირის დასასრული, როგორც გიგანტური იდეოლოგიური და პოლიტიკური სისტემის ჩამოშლა, კოლექტივის ფსიქიკურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად ცვლის. იბადება ახალი სოციალური სიმპტომი, რომელიც პირველი მანიაკალური ფაზის შემდეგ გზას მელანქოლიზაციის ხანგრძლივ პერიოდს უთმობს და საბოლოოდ ფორმდება სოციო-კულტურული და პოლიტიკური ცხოვრების აქამდე უცნობ ფორმებში, მუტაციურ ფორმებში და თავს ავლენს იდენტობის კრიზისის, ან მუტაციური იდენტობების სახით.
ეკლესია კოლექტივის მიერ ფსიქიკურად უკიდურესად ინვესტირებული ხდება, ჩვენ ვაკვირდებით რელიგიური პრაქტიკის სრულიად ახალ, პოსტსაბჭოთა ფორმებს, რომელიც გამოხატავს კიდეც აღნიშნულ კრიზისს.
მოხსენების დროს განიხილეს თაობათა შორის კულტურული ტრასმისიის პრობლემა, პოსტსაბჭოთა სუპერ ეგოს პათოლოგიური ფუნქციონირება და იმ კლინიკური თუ "პათოგნიომიური" ნიშნები, რომლებიც აღწერენ პოსტსაბჭოთა სუბიექტის კრიზისს დღეს.
მომხსენებელმა ისაუბრა პარიზის დენი დიდროს სახ. უნივერსიტეტის ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის დეპარტამენტის ფარგლებში დაცულ სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებზე 2008-2021 წლებში.
შეხვედრა გაიმართა კავკასიური სახლისა და International Alert-ის პროექტის "ახალგაზრდული დიალოგი სამოქალაქო აქტივიზმისთვის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია USAID-ის მიერ.
Watch video გიგა მამინაშვილი -იდენტობა და იდენტიფიკაცია - კრიზისის ფსიქოანალიტიკური ანთროპოლოგია საქართველოში online, duration hours minute second in high quality that is uploaded to the channel Caucasian House 27 June 2023. Share the link to the video on social media so that your subscribers and friends will also watch this video. This video clip has been viewed 1,819 times and liked it 47 visitors.